რამდენი სჭირდება ადამიანს?
მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობას შორის წონასწორობა
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობ...
იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფრო საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებასა და ცოდვაში დაინთქა".
link
ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცის ბედი
კარგია სიმდიდრის სურვილი?
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, ...
იხილეთ სრულად
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.
link
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
link
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
764. გვიყვარდეს თუ არა ფუფუნება?