ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალით...
იხილეთ სრულად
ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალითები ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე შედეგებისა, მაგალითები სულიერი და ზნეობრივი დაცემისა, სრული გამიწიერებისა და მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებისათვის არსებობისა.
ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენ...
იხილეთ სრულად
ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც, ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც, ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ და იგი ზეცას მიაპყროს, იგრძნობს, რომ "ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის მიმართ, არამედ... ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ".