ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები
ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები ოჯახი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის გ... იხილეთ სრულად
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმ... იხილეთ სრულად
ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა, მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
ადამიანთა ერთობა ქმნის ოჯახს, გვარს, ერს, სახელმწიფოს. სულიერად განწმენდილ პიროვნებათა კავშირი - ასეთივე სახელმწიფოს, ხოლო ცოდვისაგან დათრგუნულთა ერთობა - შესაბამის ოჯახსა და საზოგადოებას.