სხვა დროს მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როდესაც ეშმაკს ახსენებთ, ის იმ წუთასვე მოდის. ამიტომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, რომ ვერ მოგეკაროთო. ერის კაცს, რამდენიმე ეშმაკი ებრძვის, ხოლო ბერს ლეგიონიო.
მრცხვენია პირჯვრის გადაწერა...
იხილეთ სრულად
გსურს, პირჯვარი გადაიწერო, მაგალითად, მატარებლის დაძვრამდე, მაგიდასთან სადილად დაჯდომამდე, მაგრამ გეშინია დაცინვის და თვითონვე ხსნი მაცხოვრის სიტყვებით: ვისაც ჩემი შერცხვება მას მეც ვარცხვენ. გარდა ამისა, განა არ იცი, რომ ორი ბატონის სამსახური არ შეიძლება - წუთისოფლისა და ღვთისა. მეტიც, ვისაც სურს, იყოს წუთისოფლის მეგობარი, ის უფლის მტერია. სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება მიწიერი წესები, რომლებიც შეუთანხმებელია რელიგიურთან. ამაში არ უნდა მივბაძოთ ...
link
აგვიხსენით, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: „რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას“ (მარკ. VIII, 38)
იხილეთ სრულად
გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართლმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილს და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები
link
434. როდესაც მარჯვენა ხელით პირჯვრის გამოსახვა არ შემიძლია და ამას მარცხენით გავაკეთებ, შეუფერებელი ხომ არ იქნება ასეთი საქციელი?
433. როგორც ღამით, ასევე დღისით, აზრი მრავალჯერ, განუწყვეტლივ მაიძულებს, რომ პირჯვარი გამოვისახო
იხილეთ სრულად
თუ საკუთარი თავის მიმართ ვფხიზლობთ, მაშინ, დღისით იქნება ეს თუ ღამით, ჩვენი მფარველობისა და ცხონებისათვის ერთი პირჯვრის გამოსახვა საკმარისია. და, თუ პირველი ბეჭედის სიმრთელეში დარწმუნებულები ვართ, მაშინ მეორე საჭირო არაა, რამეთუ მეორის ძებნა პირველის არარსებობას ნიშნავს. ასეთი რამ საერო საქმეებშიც გვხვდება: თუ განძი დაბეჭდილია და პირველი ბეჭედი მრთელია, მაშინ მეორე ბეჭედი საჭირო აღარაა. მაგრამ ამას ეშმაკები გვაიძულებენ, რათა მოწყინებასა და სულმოკ...
link
რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა“. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს დ...
იხილეთ სრულად
რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა“. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს და მოუხმობს ჯვრის ძალას, რომელიც არის ჩვენი ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის ძალა. „ჯვარო ქრისტესო, გვაცხოვნე ჩვენ ძალით შენითა“ - ამ სიტყვებით მოვუწოდებთ უფლის მიერ ჯვარზე შეწირულ მსხვერპლის ძალას, ამიტომ ჯვარს უდიდესი ძალა აქვს...
link
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდე...
იხილეთ სრულად
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდეს, რომ ცუდი ცხოვრებით ჯვარცმა ქრისტესი არ გააუქმო.
link
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერის...
იხილეთ სრულად
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერისა, რომ დაცინვა არ დაიმსახურონ. მაგრამ რა არის დაცინვა? თითოეულმა ამ შემთხვევაში ასე უნდა განსაჯოს: "როდესაც დაიწყება მთელი სამყაროსთვის საშინელი სამსჯავრო, ისინი ვერ მიშველიან, რომელთა შიშითაც სათნოების საქმეებისგან თავს...
link
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ...
იხილეთ სრულად
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვარის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოც...
link
ქრისტიანი პირჯვრის გარეშე იგივეა, რაც მეომარი საჭურველის გარეშე. მტერი ათამაშებს მას, როგორც სურს. ვინც პირჯვარს იწერს, უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით ჩვენ გამოგვიხსნა. ჯვრის...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი პირჯვრის გარეშე იგივეა, რაც მეომარი საჭურველის გარეშე. მტერი ათამაშებს მას, როგორც სურს. ვინც პირჯვარს იწერს, უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით ჩვენ გამოგვიხსნა. ჯვრის გამოსახვით იკურთხება ყველა საღვთო საიდუმლო, ჯვრითვე იკურთხება ცხოვრებაში გამოსადეგი ყოველი ნივთი.
link