ეკლესიის საიდუმლოებები - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესიის საიდუმლოებები - ციტატები, გამონათქვამები ეკლესიის საიდუმლოებები, გამონათქვამები
ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ თუ შეყოვნდება მასში და უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს, ამით სინდისის ხმასაც ჩაახშობს, ეჭვს შეიტანს უფლის აღთქმაში, მათ სამართლიანობაში და, ბოლოსდაბოლოს, სულ კარგავს რწმენას - უარყოფს ეკლესია... იხილეთ სრულად
ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.
თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა.
ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია.
ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას, ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ნათლობა აძლევს ადამიანს ამ ბრძოლაში საბრძოლო იარაღს, ბრძოლა კი მან თვითონ უნდა მოიგოს. რა თქმა... იხილეთ სრულად
ეკლესია არის მორწმუნეთა საზოგადოება, ღვთის სიყვარულით გაერთიანებული, სადაც სრულდება წმიდა საიდუმლოებანი და სადაც არსებობს იერარქია. სიტყვა ეკლესია ბერძნულია და ნიშნავს მოწოდებულთ, შეკრებილთ. ქრისტიანული ეკლესია დაფუძნებულია იესო ქ... იხილეთ სრულად