თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფალი ნება, გამონათქვამები, ციტატები
როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულსა და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებ... იხილეთ სრულად
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარ... იხილეთ სრულად
ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით, ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.
ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.
მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის).