პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა... იხილეთ სრულად
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით.
ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მი... იხილეთ სრულად
კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის. ბუნების ძალნი მის სამსახურში მყოფად წარმოუდგ... იხილეთ სრულად
ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.