
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს
ზოგჯერ ის, რაც ჩვენს მზერას ქების ღირსად ეჩვენება, ღვთის წინაშე საძაგლობაა
ნუ გეგონება, რომ ღვთის სამართალი არ არის იქ, სადაც შენი "მახვილი" თვალი ვერ წვდება
ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია ღვთის სამართალს დაემალო.
ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე
ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითვე ისჯება; ზაქარიამ ბაგეებით შესცოდა, ამითვე დაისაჯა (ლუკა 1, 20). ასეთია ღვთის სამართალი!
ვინც რას დასთესს, - იმასვე მოიმკის. ასევე, როდესაც ნებაყოფლობით ვთესავთ, ჩვენი ნების წინააღმდეგ მოვიმკით ბოროტებას, ამაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ.
ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდ... იხილეთ სრულად
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებს ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს. იხილეთ სრულად