XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მ...
იხილეთ სრულად
XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და ს...
link
ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს; იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები; იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილე...
იხილეთ სრულად
ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს;იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები;იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილების ერთგულებით იყოს განმსჭვალული;იშვიათია ქველმოქმედი, ვისთვისაც უცხოა პატივმოყვარეობა;იშვიათია მწერალი ან ხელოვნების მოღვაწე, განდიდების მანიით რომ არ იყოს შეპყრობილი.
link
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო. ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზ...
იხილეთ სრულად
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო.ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე უძვირფასესი ხუთი ბეჭედი უელავდა. მან ბრძანა: მოგიწვიეთ იმიტომ, რომ სიმართლე მოვისმინო თქვენგან. ამ ბრილიანტებს ხომ ხედავთ, თქვენ მათ საჩუქრად მიიღებთ სიმართლისათვის.შეთავაზებული ჯილდოთი გაბრუებულმა ოთხმა ქვეშევრდომმა მლიქვნე...
link
ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ...
link
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო...
იხილეთ სრულად
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო ზირაქის წიგნში (6,14-16).
link
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა, ერთგულება ხალხისა და სამშობლოსადმი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ადამიანი "ცხოვრების გვირგვინს". იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).
link
მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშ...
იხილეთ სრულად
მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან (ებრაელთა 13,4).
link
ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდებ...
იხილეთ სრულად
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდება.
link