სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ფერისცვალება, გამონათქვამები
უფალი მოვიდა, რომ წინამძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზ... იხილეთ სრულად
სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია
სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი - ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობი... იხილეთ სრულად
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე. ღ... იხილეთ სრულად
გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8, 2).
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდ... იხილეთ სრულად