გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა - ციტატები, გამონათქვამები
ყოველთვის ვეცადოთ, რომ გონება მაცხონებელი ფიქრებით, სულისთვის სასარგებლო სურათებით დავაკავოთ, არ დავუტოვოთ ეშმაკს ადგილი იქ თავისი ცოდვიანი აზრებისა და წარმოსახვების ჩასაყრელად!
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.
ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ გულისწყრომა და რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს. გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები.
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით... იხილეთ სრულად
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარ... იხილეთ სრულად