განქორწინება, ოჯახის დანგრევა - ციტატები, გამონათქვამები
განქორწინება, ოჯახის დანგრევა - ციტატები, გამონათქვამები განქორწინება, ოჯახის დანგრევა
ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონ... იხილეთ სრულად
მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახი... იხილეთ სრულად
ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
ბოლო დროს, სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვ... იხილეთ სრულად