წინაპრები - ციტატები, გამონათქვამები
წინაპრები - ციტატები, გამონათქვამები წინაპრები, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხუ... იხილეთ სრულად
ვინ მოთვლის, რამდენი მართალი, სამშობლოს ერთგული დამცველის სისხლით მორწყულა ჩვენი კურთხეული მიწა-წყალი. მტერთან ყოველი შერკინება იყო თავისებური გამოცდა ჩვენი ერისა. ამ ბრძოლებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა ერთიანი ქართული სული.
ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლის და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსთვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება.
ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის...
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია.