პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები - ციტატები, გამონათქვამები
პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები - ციტატები, გამონათქვამები პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ... იხილეთ სრულად
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალურ... იხილეთ სრულად
ნებისმიერი პარტიის წევრში თუ უპარტიოში, ხანდაზმულში თუ ჭაბუკში მტერი კი არა, ჩვენი მამა, დედა, და, ძმა, მეგობარი უნდა დავინახოთ და ამ თვალთახედვიდან უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების გამოსასწორებლად.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით. ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგა... იხილეთ სრულად
ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, იგი გარანტირებული იქნება სხვა დიდ სახელმწიფოთა მიერ.
მოულოდნელი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები, გადატრიალებები, ომები მეტად ართულებენ პიროვნებებს, ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, რაც შედეგად იწვევს პესიმიზმსა და გულგატეხილობას.