ეკლესიის მისია - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესიის მისია - ციტატები, გამონათქვამები ეკლესიის მისია, გამონათქვამები, ციტატები
ესაა ეკლესიის უპირველესი დანიშნულებაც, რომ აღდგომის თანაზიარად ჰყოს ადამიანი და იხსნას იგი მეორე, ანუ მარადიული სიკვდილისაგან.
ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება. საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი ერის სულიერი კეთილდღეობისათვის.
საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი.
დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ, მშვიდობისთვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნ... იხილეთ სრულად
ღვთისმსახურების შემდეგ სოციალურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი... იხილეთ სრულად
ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლე... იხილეთ სრულად