იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესავე სულთ!
ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგა...
იხილეთ სრულად
ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.
link
ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა.
ხშირად, ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს.
დედობის, საერთოდ, მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და გა...
იხილეთ სრულად
დედობის, საერთოდ, მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.
link
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას. ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას.ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით საუკუნოდ. მე - შენ. ამაში შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული. შენ ჩემს გულში ხარ დატყვევებული და ვერც ვერასდროს განთავისუფლდები, რადგან გასაღები ამ გულისა კარგახანია დაიკარგა".
link
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკე...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
link
მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგო ბავშვების აღზრდა, ტყუილია.
არ ეცადოს მშობელი, რომ ზემოდან დაადგეს ბავშვს და თითით უჩვენოს - სად წავიდეს, სად არ წავიდეს, ვისთან იმეგობროს, ვისთან არ იმეგობროს
იმეგობრეთ თქვენს შვილებთან
ყველაზე მთავარი აღზრდის გზა