სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია
ყველა უძლურია იქ, სადაც ღმერთი თავის ძალას გამოავლენს
ღმერთისთვის ისიც კი შესაძლებელია, რაც ჩვენს წარმოდგენაში შეუძლებლად გვეჩვენება
ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს
ღმერთი თავისი დიდების გამოსავლენად თვით მტრებსაც კი იარაღად იყენებს
ის, ვინც არაფრისგან ყველაფერი შექმნა, სიბნელიდან - ნათლის, ბოროტისგან კი სიკეთის ქმნა შეუძლია
სადაც ცხონების საშუალება არ არსებობს, ღმერთი იქაც ჰპოვებს ამ საშუალებას
სადაც ჩვენთვის ყოველივე შეუძლებელია, იქ ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელია
ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია
ღვთის განგება თავის ძალას იქ ამჟღავნებს, სადაც ადამიანი ზოგჯერ მხოლოდ უძლურებას ხედავს