ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები

ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით. უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე

990. ვისგან მოგვეცა საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“?
ეს ლოცვა უფალმა ასწავლა – იმ პირველ დიდ მოციქულებს, ჩვენს წინამძღვართ.
ეს ლოცვა უფალმა ასწავლა – იმ პირველ დიდ

897. რატომ გამოცდის ადამიანს სატანა?
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე

806. როგორ ამხელენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მოყვასს?
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგებია მოყვასისათვის, ნუ იფიქრებ – მკვლელი არა ვარო... ამით შენ განხრწნი ცდუნებულ სულს და მოსტაცებ იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და

749. სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება?
არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში, არც მწვალებელთა ღვარძლში, არც განხეთქილების შემომღებთა უძლურებაში და არც იუდეველთა სიბრმავეში არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; არამედ უნდა ვგონებდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ მათგან, რომლებიც საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ღმერთის მართლად მადიდებლებად იწოდებიან, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც წმინდად და შეურყვნელად შეუნახავს მართალი სწავლება და ჭეშმარიტებით აღიარებს მას.
არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში

656. რაზე უნდა იყოს დამყარებული უხილავსა და მარადიულზე მსჯელობა?
ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.
ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია

623. როდის შევლენ მდიდარნი ცათა სასუფეველში?
მდიდარნი მხოლოდ მაშინ შევლენ ზეციურ სასუფეველში, როცა შეიყვანენ მათ იქ ღარიბნი (ლუკ. 16.9). ღარიბთა გარეშე მდიდარნი ვერ გადარჩებიან. თუ ხელს გაუმართავენ ისინი ღარიბთ, ღმერთიც განუღებს მათ სასუფეველის კარს.
მდიდარნი მხოლოდ მაშინ შევლენ ზეციურ

588. რა მდგომარეობაში იმყოფება ღმერთს მოშორებული სული?
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყლიდან ამოგდებული თევზი, ანდა, ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ

553. რატომ მიილტვის ყოველი ადამიანი ბედნიერებისაკენ?
ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თითოეული ცალ–ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიაც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით; თუმცა, ამას კი არ ვეძიებ, არამედ მინდა ვიკითხო: ხომ არ ცოცხლობს ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს მეხსიერებაში? არავითარი წარმოდგენა რომ არ გვქონოდა მასზე, მაშინ არც გვეყვარებოდა. საკმარისია ყური მოვკრათ ამ სიტყვებს – „ბედნიერი ცხოვრებაო“, და მაშინვე ვაღიარებთ, რომ სწორედ ესაა, რასაც ვესწრაფით... მაშასადამე, ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისათვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ყველანი ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადია, გვსურსო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს „ბედნიერება“.
ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან

543. როგორია მაქებარი კაცი და ის, ვისაც იგი აქებს?
მაქებარი უკეთესია იმაზე, ვისაც აქებენ. პირველი ღვთის ნიჭს აფასებს კაცში, მეორეს კი კაცისაგან ნაბოძები ნიჭი ურჩევნია ღვთისაგან ბოძებულს.
მაქებარი უკეთესია იმაზე, ვისაც აქებენ.

ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

1