სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც. რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და

გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად ასევე გულისხმობს ჩვენი „მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას. გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით

მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის


ეს არის კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი!

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მკ. 12, 30–31). ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი

ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა

არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა

იესოს მგზნებარე თაყვანისმცემელს სხვადასხვა ცოდვასთან ბრძოლისას მოთმინება, ღვთის მცნებების შესრულებისას კი – სიმამაცე ახასიათებს. იესოს მგზნებარე თაყვანისმცემელს სხვადასხვა


ასე გამოიცდება ქრისტიანიც სამოღვაწეო ასპარეზზე

როგორც მძლეოსანს გამოსცდის სარბენი ბილიკი და ასპარეზი, ასევე გამოიცდება ქრისტიანიც სამოღვაწეო ასპარეზზე – ნამდვილად თუ უყვარს ღმერთი. როგორც მძლეოსანს გამოსცდის სარბენი ბილიკი და


მოვედ მამისა მიმართ

ძველ ისრაელს კი არ უნდა დავემსგავსოთ, რომელიც მხოლოდ ბაგეებით სცემდა თაყვანს, გული კი შორს ჰქონდა უფლისგან, არამედ მოგიზგიზე ცეცხლივით გავხდეთ, რომელიც ამბობს: „მოვედ მამისა მიმართ“. ძველ ისრაელს კი არ უნდა დავემსგავსოთ, რომელიც

გულში სიყვარული უნდა სუფევდეს, როგორც ღვთაებრივი ტრფიალების მდინარეების აღმომაცენებელი ცხოველი წყარო. გულში სიყვარული უნდა სუფევდეს, როგორც

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2