ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გუ...
იხილეთ სრულად
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმ. მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ, მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ.
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ...
იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს.
მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: "სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"
სულიერი ცხოვრების მოშურნეები - წერს სპერანსკი - იწყებენ "უფალო შემიწყალეთი", მაგრამ ისინი, ისევ როგორც ჩვენ, ამ საქმეს ვერ აგრძელებენ და სწრაფადვე წყვეტენ. ერთხელ დანთებული ცეცხლი კი თავისით აგრძელებს წვას ისე, არავინ უწყის, რით ი...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების მოშურნეები - წერს სპერანსკი - იწყებენ "უფალო შემიწყალეთი", მაგრამ ისინი, ისევ როგორც ჩვენ, ამ საქმეს ვერ აგრძელებენ და სწრაფადვე წყვეტენ. ერთხელ დანთებული ცეცხლი კი თავისით აგრძელებს წვას ისე, არავინ უწყის, რით იკვებება იგი. სწორედ ამაშია საიდუმლო. შენ კი შენს აზრებში მაშინ პოულობ :უფალო შემიწყალეს", როცა ხელახლა მოეგები გონს.ამ ლოცვის სიტყვები ხომ სულ ესაა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" ან: "იესო, ძეო ღვთისაო,...
ფხიზლად ყოფნა ნიშნავს, არ მივუშვათ გული რაიმეს მიეკედლოს ღვთის გარდა. ასეთი მიტმასვნა ათრობს სულს და ის უკვე გაუცნობიერებლად მოქმედებს. სიფხიზლე გულის მკაცრ დაკვირვებას გულისხმობს, რათა უკეთურმა შეგრძნებამ არ წამოყოს თავი.
გონების თვალი არ მოაშოროთ გულს. ყველაფერი, რაც იქიდან გამოდი, მაშინვე შეისწავლეთ: თუ კარგია - დაე იცოცხლოს; თუ ცუდია - მოკვდეს. ისწავლეთ საკუთარი თავის შეცნობა. რომელი აზრიც გულიდან ხშირად გამოდის, ის ვნება ძლიერია; სწორედ, მის წი...
იხილეთ სრულად
გონების თვალი არ მოაშოროთ გულს. ყველაფერი, რაც იქიდან გამოდი, მაშინვე შეისწავლეთ: თუ კარგია - დაე იცოცხლოს; თუ ცუდია - მოკვდეს. ისწავლეთ საკუთარი თავის შეცნობა. რომელი აზრიც გულიდან ხშირად გამოდის, ის ვნება ძლიერია; სწორედ, მის წინააღმდეგ დაიწყეთ უფრო ძლიერი მოქმედება. მაგრამ მთლიანად საკუთარ თავს არაფრით არ დაეყრდნოთ და იმედი ნუ გექნებათ, რომ საკუთარი შრომით რაიმეს მიაღწევთ. განსაწმედელ კურნებას და საშუალებას უფალი გვიგზავნის. მას მიაბარეთ თავი....
საკუთარი თავის მიმართ ყურადღება და უფლისადმი ლოცვა მტრის ყოველგვარ მახეებს აქარწყლებს. წაიკითხეთ და ისწავლეთ, ისიხის დამოძღვრის მიხედვით, თუ როგორ უნდა იმომედოთ ამ დროს.
ორ იარაღს უნდა ფლობდეს ჭეშმარიტად ქრისტეს მოშიში და ფრთხილი მეომარი: სიფხიზლეს და კეთილ განხილვას. პირველი მიმართულია შიგნით, ხოლო მეორე -გარეთ; ერთი აკვირდება მოძრაობებს, რომლებიც უშუალოდ გულიდან გამოდიან, ხოლო მეორე წინასწარ ხვდ...
იხილეთ სრულად
ორ იარაღს უნდა ფლობდეს ჭეშმარიტად ქრისტეს მოშიში და ფრთხილი მეომარი: სიფხიზლეს და კეთილ განხილვას. პირველი მიმართულია შიგნით, ხოლო მეორე -გარეთ; ერთი აკვირდება მოძრაობებს, რომლებიც უშუალოდ გულიდან გამოდიან, ხოლო მეორე წინასწარ ხვდება იმ მოძრაობებს, რომლებიც შესაძლოა გარე ზემოქმედების შედეგად აღიძრან; პირველ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე: მას შემდეგ, რაც ღვთის თანამყოფობის განცდა და მისი ხსოვნა სულიდან ყოველგვარ აზრებს გამოდევნის, დადექი გულის კარებ...
უკვე მერამდენედ გკარნახობთ სინდისი, შეიცნოთ თქვენი მოვალეობა: იყოთ უფალთან და მას არაფერი ამჯობინოთ. მისი ხსოვნა თქვენ მართლაც არ გტოვებთ! დაე, ამის ძალაც შეგწეოდეთ! ჩვენი მიზანიც ხომ ესაა. როცა ჩვენ უფალთან ვართ, ისიც ჩვენთანა. ყ...
იხილეთ სრულად
უკვე მერამდენედ გკარნახობთ სინდისი, შეიცნოთ თქვენი მოვალეობა: იყოთ უფალთან და მას არაფერი ამჯობინოთ. მისი ხსოვნა თქვენ მართლაც არ გტოვებთ! დაე, ამის ძალაც შეგწეოდეთ! ჩვენი მიზანიც ხომ ესაა. როცა ჩვენ უფალთან ვართ, ისიც ჩვენთანა. ყველაფერი ნათელია. როცა ყველა ფანჯარა ღიაა და სინათლე იჭრება, ოთახში ძალზე ნათელია ყველაფერი, მაგრამ დაკეთეთ ერთი ფანჯარა და ჩამობნელდება; თუ ყველას დაკეტავთ, მთლიანად დაბნელდება. ასევეა სულიც. როცა ის მთელი ძალით და გრძნ...
თქვენს თავს მოუფონეთ და მცირედ გართობის ნება დართეთ, მაგრამ არც გიცდიათ თვალების, ენის, აზრის გაფრთხილება. ამის გამო სითბომ მიგატოვათ და დაცარიელდით. ეს ცუდია. იჩქარეთ აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და გამოითხოვეთ იგი: გამოიკეთეთ,...
იხილეთ სრულად
თქვენს თავს მოუფონეთ და მცირედ გართობის ნება დართეთ, მაგრამ არც გიცდიათ თვალების, ენის, აზრის გაფრთხილება. ამის გამო სითბომ მიგატოვათ და დაცარიელდით. ეს ცუდია. იჩქარეთ აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და გამოითხოვეთ იგი: გამოიკეთეთ, მთლიანად მიეცით თავი ლოცვას და კითხვას, სანამ ყურადღება გულში ღმერთს არ შეერწყმება და არ აღსდგება სული შემუსვრილებისა და და წყალობისა. რომლითაც უნდა განისაზღვროს, დაიბრუნეთ თუ არა სულის მშვიდობა. როგორც ჩანს, ყურადღებას...