ჯვრის ტარება - ციტატები, გამონათქვამები
ჯვრის ტარება - ციტატები, გამონათქვამები ჯვრის ტარება, გამონათქვამები, ციტატები
უპირისპირებს რა ბავშვის სიცოცხლეს - პირად კეთილდღეობას, დედა უარს ამბობს საკუთარ ჯვარზე, უფრო მეტიც, ბავშვის მკვლელობით ის ფეხქვეშ თელავს მის კუთვნილ ჯვარს.
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.
იქ - ღვთის სასუფევლისაკენ - გზა ერთია: ჯვარცმა საკუთარი ნებით ან ნების უარყოფით.
414. აზრი მეუბნება: წმიდა ჯვრის ხილვის შემთხვევაში ამპარტავნებაში ჩავარდები, რადგან შენ ამის ღირსი არა ხარო. ეს აზრი შიშსა და ძრწოლას მგვრის. ეს ნუ გაწუხებს, იმიტომ რომ თუ წმიდა ჯვარი სინამდვილეში გამოგეცხადა, ის გააქარწყლებ... იხილეთ სრულად
413. მითხარი მეუფეო, როგორ ბედავს ეშმაკი ხილვაში ან ძილის ოცნებებში ქრისტე უფალის ან წმიდა ზიარების ჩვენებას?
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".