სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
არსებობს ბრძოლები, რომლებიც ადამიანმა იცის და ამიტომ გაურბის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ იცის, რადგან შერკინება გონებაში ხდება და არ არის ადვილი, კაცმა შეამჩნიოს სამშვინველში ცვლილება, გონების მოძრაობა, სხეულის სნეულება... იხილეთ სრულად
სიმხნევე და სიმამაცე შვენით მებრძოლებს, როცა არა წარმავალი და ჭკნობადი, არამედ საუკუნო და უჭკნობი გვირგვინებისთვის იბრძვიან.
ჩვენს ძალებს მუდმივი განახლება სჭირდება, ასევე საჭიროა წინააღმდეგობის გაძლიერება. ეშმაკიც ამგვარად იქცევა.
ნუ დაკარგავთ სიმხნევეს ახალი ბრძოლისთვის და წინ აღუდექით სიმხდალისა და ლაჩრობის ყოველ გულისსიტყვას.
შვილო, ეშმაკის მხრიდან ძალდატანების ნუ გეშინია. ღვთის ძალა ყოვლისშემძლეა და შეეწევა მასთან ერთად ბრძოლის მსურველებს. ეშმაკის ძალა ანგარიშგასაწევია, მაგრამ ღმერთი სასწაულებრივად იფარავს საბრალო ადამიანს.