14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რო...
იხილეთ სრულად
14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რომელიც თავის ერთ–ერთ საღორეში ამწყვდევს მას და ამ გზით განსწავლის კიდეც, რომ მეტად აღარ მიატოვოს მან თავისი საწოლი ვიდრე სრულ გამოჯანმრთელებამდე, არცთუ იმ უწესო ავადმყოფთა მბაძველი იყოს, რომლებიც, ავადმყოფობის ნარჩენების ...
36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ...
იხილეთ სრულად
36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ჭეშმარიტება სიცრუით, მაგრამ მიშვებულები ბოლოს საქმეთა მიერ იმხილებიან.
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან.
101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მი...
იხილეთ სრულად
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან.
101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მიერ (იგავ. 30.15).
102. ცოდნა და რწმენა, – ჩვენი ბუნების თანააღზრდილები, – სხვა არაფრის გამო, თუ არა ზემოხსენებულთა მიზეზით დაჩლუნგდნენ.
103. გულისწყრომა, მრისხანება, ომები, მკვლელობები და ბოროტებათა მთელი დანარჩენი ჩამონ...
104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები. 105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არ...
იხილეთ სრულად
104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები.105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძაგებდეთ ღვთის ქმნილებებს, არამედ იმისათვის, რომ ზემოხსენებული სამი ვნების მიზეზები აღმოვიკვეთოთ.
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგა...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგან ანუ სხვათა კაცთაგან გვაქვს. მაშ, რისთვისღა უნდა ვიყოთ გულდიდნი? შენზე უჯობეს კაცს უნდა შეამსგავსო შენი თავი და არა შენზედ უარესს. თუ კარგად გამოიკვლევ რა გაკლია, შენ იმით ვეღარ იქმნები გულდიდი რაიცა გაქვს.
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).
164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივიად მის მაქებელს.
ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული ხაზიც განქარწყლდება და სათნო საქმეც - ცუდმედიდურის სულში. წიაღში დაფარული ხელიც (იხ. გამოსვლათა 4,6) თეთრი შეიქმნა და დაფარული საქმეც...
იხილეთ სრულად
ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული ხაზიც განქარწყლდება და სათნო საქმეც - ცუდმედიდურის სულში. წიაღში დაფარული ხელიც (იხ. გამოსვლათა 4,6) თეთრი შეიქმნა და დაფარული საქმეც სინათლეზე მეტად გამობრწყინდება. სურო გარშემო ეხვევა ხეს და როდესაც კენწეროს მიაღწევს, ფესვს უხმობს, ცუდმედიდობა კი სათნოენენთან ერთად იზრდება და არ ტოვებს მათ მანამდის, ვიდრე სავსებით არ წაართმევს ძალას. ვაზიდან მიწაზე ...
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორე...
იხილეთ სრულად
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორებულის გონებას, მრავალგვარი აზრითა და მოვლენით ავსებს მას და რყვნის მის ლოცვებს, რომელთა მიერაც ეს უკანასკნელი თავისი სულის წყლულთა მკურნალობას გულმოდგინეობს. ყველა მოუძლურებული ეშმაკი ერთობლივად ზრდის ამ გულისზრახვას და ...