თუ მეფე მოისურვებს მტრის ქალაქის აღებას, უპირველეს ყოვლისა, წყლისა და საკვები მარაგის მიწოდებას შუწყვეტს მას და ამგვარად, შიმშილით დაღუპული მტერი ნებდება მას. ასე ემართებათ ხორციელ ვნებებსაც; თუ ადამიანი იცხოვრებს მარხვასა და შიმშილში, მაშინ მტრებიც მის სულს ძალაგამოცლილი დაანებებენ თავს.
მარხვა იგივე შრომაა, მხოლოდ შრომა არ ფიზიკური, არამედ სულიერი. მისი მიზანია სულისა და ხორცის განწმენდა, ღმერთთან შერიგება, კეთილი თესლის დათესვა, ღვარძლის (ცუდი ჩვევების) კი - დათრგუნვა. მარხვა არის დიდი სიმკაცრე ჭამასა და ძილში, ცხოვრებისეული საზრუნავისა და საქმიანობის შეწყვეტა, ღვთის სიტყვის კითხვა, ეკლესიაში სისტემატიური სიარული, განმარტოებაში საკუთარი სინდისის განხილვა. მარხვა არის ფიხიზელი მდგომარეობა სულისა, რომელიც მთელი ყურადღებით ცხონებ...
(ცოტა ხნის გავლის შემდეგ) მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო. (ვინ გაუბედავდა უარის თქმას და იმდენი ზეთი დაალევინა, რამდენსაც მთელი მარხვის განმავლობაში ვერ მიიღებდა). შენ ერის ადამიანი ხარ, ვინ მოგცა უფლება უზეთოდ შეგენახა მარხვა. ასეთი საქციელი ამპარტავნებაში აგდებს კაცს
ვინც ხორციელი შრომითა და ოფლით ებრძვის ამ მძლავრს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვინც მტერი შეკრა თივის ღეროთი; ხოლო ვინც მარხვითა და მღვიძარებით ებრძვის მას, იგი მსგავსია იმ კაცისა, ვინც რკინის ბორკილებით ებრძვის მას, იგი მსგავსია იმ კაცისა, ვინაც რკინის ბორკილებით შეკრა მტერი. ხოლო ვინც სიმდაბლით, ურისხველობითა და წყურვილით შეწინააღმდეგება მას, იმ კაცს ჰგავს, რომელმაც მტერი მოკლა და ქვიშაში დამარხა.
პალესტინაში მოგზაურობისას წმიდა ზენონი დაიღალა და ერთი ბაღის სიახლოვეს ლოდზე ჩამოჯდა. მშიერს სურვილი გაუჩნდა, ბაღიდან ერთი კიტრი მოეწყვიტა და პირი გაესველებინა.მერე დაფიქრდა და თქვა:-ჰოი, უბადრუკო ზენონ, ქურდები ხომ ისჯებიან? მაშ, გამოსცადე საკუთარი თავი, შეგიძლია თუ არა ტანჯვის დათმენა.ის ტრიალ მინდორჩი თაკარა მზის ქვეშ დადგა და ხუთი დღის მანძილზე არ განძრეულა. როდესაც სიცხისა და უწყლობისაგან უკიდურესად დაუძლურდა და დარწმუნდა, რომ მეტის ატანა აღ...