განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები
განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები განათლება, ცოდნა, გამონათქვამები, ციტატები
უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია, რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი.
რაც უფრო მეტია ამქვეყნიური ცოდნა, უფლის მეცნიერების წმიდა ცოდნის გარეშე, მეტი ზიანი მოაქვს მას. რაც მეტია მიწიერი სიმდიდრე ზეციურის გარეშე, მით მეტია საშიშროებაც, რადგან მხოლოდ ქრისტეს ძალუძს, დაიფაროს ერუდიტი - ცოდნის, ხოლო მდიდა... იხილეთ სრულად
უხილავ სამყაროში შეღწევის ნებისმიერი თვითნებური მცდელობა და კონტაქტის დამყარება საშიშია და კატასტროფული და გამოუსწორებელი შედეგებით გვემუქრება. ყველაფრის შესახებ სრული ცოდნა ჩვენს დაცემულ, ცოდვილ მდგომარეობაში უსარგებლოც კია, რადგ... იხილეთ სრულად
საშინელია ხვედრი არაწმიდა მწერლებისა: მათ სიკვდილის შემდეგაც მოაქვთ ზიანი
არაწმიდება დახელოვნებულ სიტყვაში უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე - გაუნათლებლობა.
თავი განსწავლული ადამიანისა, რომელიც ვნებებით ხელმძღვანელობს, არის ვულკანი, რომელიც ცეცხლსა და ფერფლს აფრქვევს.
განსწავლულობა უზნეო ადამიანისთვის იგივეა, რაც კარგი საკვები - ცუდი კუჭისათვის.
როგორც ყოველგვარი საუნჯე ვერ გაქცევს მდიდრად, არამედ - მხოლოდ კეთილგონიერებითა და ზომიერად გამოყენებული, ასევე განათლება ყოველთვის როდი გადაიქცევა სრულყოფილებად. არსებობს სიბრძნის უმაღლესი სახე, რომელიც სიბრძნის გამოყენებაში მდგომ... იხილეთ სრულად