არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი;
აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, - ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, - გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრე...
იხილეთ სრულად
აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, - ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, - გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენს სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხრწნილებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ (ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშ...
ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, - მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, - ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ა...
იხილეთ სრულად
ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, - მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, - ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.
უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანებია; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, ა...
იხილეთ სრულად
უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანებია; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები" (ფს).
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს, შემცოდენი უფალს განვეშორებით და სულიერ უძლურებაში ვვარდებით. სულიწმიდა, რომელსაც შელახულ ჭურჭელში დარჩენა არ ძალუძს, ჩვენს გულს განეშორება და როდესაც იგი გვტოვებს, ჩვენ სიხარულსა და სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიმხნევეს ვ...
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას ...
იხილეთ სრულად
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს.