წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომელთაც მისი ზეციური მამა გამოარჩევს და მასთან მიიყვანს. საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და

მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ; მაგრამ ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა. მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა

მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმობენ მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის

ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვალდ ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშასადამე გულსა შენსა არ მიუღია მადლი ქრისტესი და არა გაქვს ნაწილი მათ შორის, რომელთათვის ჰსთქვა უფალმან: „ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20. 29). ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან

კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებასა; გული განრყვნილი და გონება დაფანტული ვერ შეიტყობს ხარებასა ქრისტესსა. კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებასა; გული

უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი. უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა

მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ. მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და

თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულსა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ მათ იციან, რომ ვინც სარწუნოებასა და კეთილმსახურებაში მტკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სამოქალაქო მთავრობისა და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღვთის სასოება შეარყიონ და მერე თვისი ბოროტი აზრი ადვილად დააჯერონ. თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ

ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენთაგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელ იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა. მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20. 29). ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა

არის ორგვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანამედროვენი იესო ქრისტესნი იხილვიდნენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმენად, მაშინ უნებლივ გაუჩნდებოდათ მათ სარწმუნოება. იქმნება გული მათი თავით თვისით არ იყო მიდრეკილი სარწმუნოებისადმი, გარნა ოდეს იმას იხილვიდენ მისთა დიდთა საქმეთა, არ შეეძლოთ არა რწმენად, რომელ იგი იყო ძე ღვთისა, გარნა გული მათი ესოდენ იყო გაფუჭებულ, რომელ მაინც სდევნიდნენ მაცხოვარსა; ხოლო ვისაც აწ რწმენა მაცხოვარისა, იგი მით გამოაჩენს, რომელ გული მისი არის კეთილი და სახიერი. არის ორგვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1