წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, დღეს ქვეყანაზე აღარც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და

ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის გულში სინანული, ღმრთის შიში, ცოდვათა მოძაგება და სხვა ამდაგვარი გრძნობები გააღვიძონ. მესამე, რაც ზიარებისათვის უსაჭიროესია, აღსარებაა, რაზეც უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი. ესოდენი შრომის, მოთმინების, ლოცვისა და სულთქმის მიზანი კი ისაა, რომ ჩვენში ყოველი ცოდვა მოვაკვდინოთ და სათნოებანი განვაცოცხლოთ. ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით

როცა მარხვისაგნ ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის. როცა მარხვისაგნ ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება

ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით

სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა. სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და

მარხვა ცოდვათა ძილისგან გამოღვიძების ჟამია მარხვა ცოდვათა ძილისგან გამოღვიძების ჟამია

მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა

მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო. მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ

მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამატყუებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშამრიტი მარხვა არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გავსწავლის: კაცნი, რომელიც მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის. ჭეშმარიტი სრული მარხვა ძმათა, მოძულეთა და მტერთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს. ასევე ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედება და მოწყალებაცაა. მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი

ვისაც არ შეუძლია თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას ვისაც არ შეუძლია თავის თავს რაიმე აუკრძალოს

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1