გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რ...
იხილეთ სრულად
გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. "რამეთუ მოჰკვდით, და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3, 3), მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს...
"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა ...
იხილეთ სრულად
"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა შორისაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ისინი.