სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
როგორ არ შევიყვაროთ ასეთი ღმერთი
ეშმაკის ნუ გეშინია, შენ ქრისტე შეგიმოსიეს!
შენთვის, ჩემო საყვარელო სულო
რით გავიმართლებთ თავს, როცა ქრისტე თავის დამსჭვალულ ხელებს, შუბით განგმირულ გვერდს, ეკლით დაჩხვლეტილ უხრწნელ თავს ან გამშრალ, ნაღვლითა და ძმრით გამწარებულ ბაგეებს გვიჩვენებს და გვეტყვის: „შენთვის, ჩემო საყვარელო სულო, შენდამი დიდი სიყვარულის გამო ავიტანე ეს ყველაფერი. შენც მიჩვენე შენი საწერტელნი, როგორც ჩემდამი სიყვარულის ნიშანი, რაც ჩემს ჭრილობებს სალბუნივით დაედება“.
ქრისტემ ჯვარზე სიკვდილამდე შეგიყვარა ჩვენ!
გისურვებ იესოს სიყვარულმა აღანთოს შენი გული, რომ მწყურვალი ირემივით ისწრაფვოდე სულიერ წყაროთა მონაზვნობის სათავეებისკენ, რომ შესვა და აღივსო ზეციური ნექტრით. გისურვებ, სულ ერთიანად სულიერი გახდე, ღვთაებრივი ტრფიალებით აღვსილმა მიუძღვნა თავი მის მსახურებას, ვინც სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე შეგიყვარა.
მყარად დადექი ქრისტეს მახლობლად!
ვინც ქრისტეს სიყვარული იგემა...
ოჰ, რა არის იესოზე მშვენიერი! ვინც ქრისტეს სიყვარული იგემა, ვინღა მოისურვა სხვა ცოდვილი სიყვარული?! არავინ. რადგან ეს სიყვარული იმდენად მძლავრია, ადამიანმა მწუხარებით აღსავსე ასი წელი რომ იცხოვროს და შემდეგ მხოლოდ ხანმოკლე დროით განიცადოს ღვთაებრივი სიყვარული, ის ყველა მწუხარებას გაუქარწყლებს და ადამიანი ღვთის სიდიადის წინაშე განცვიფრებული დარჩება.
სადღა იქნება მაშინ მიწიერი სიყვარული?!