სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გ... იხილეთ სრულად
როგორც ზოგიერთს წამოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძოროს უწოდებენ მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.
ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობთ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებუ... იხილეთ სრულად
ჩვენს მახლობლად იყო ადგილი, რომელსაც თოლა ეწოდებოდა. იქ ერთი ძმა ცხოვრობდა. იგი ხშირად, როდესაც სიკვდილზე ფიქრობდა, მთლად გაშმაგდებოდა და თითქმის გრძნობადაკარგულს, ავი ზნის შეტევით მოწყლულს, ძმები თითქმის უსულოდ მდებარეს ნახავდნენ... იხილეთ სრულად
ოდესღაც ერთმა ეგვიპტელმა განდეგილმა მიამბო: - როცა ჩემს გულში სიკვდილის ხსოვნა განმტკიცდა, ერთხელ თავს ნება მივეცი, რომ ჩემი ტვირთმძიმე ხორცისთვის ნუგეში მეცა, მაშინ სიკვდილის ხსოვნამ, როგორც მსაჯულმა, ამიკრძალა ეს და რაც ყველაზე ... იხილეთ სრულად
მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წი... იხილეთ სრულად
როგორც მამები ამოწმებენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისაგან თავისუფალია
სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ სხვა ვნებებსაც მოვიკვეთთ.
ვისაც სურს, რომ სულში სიკვდილის და ღვთის სამსჯავროს ხსოვნა შეინარჩუნოს და ამასთანავე სოფლის შფოთვასა და ზრუნვასაა მიცემული, ის მისი მსგავსია, ვინც ცურვას შეკრული ხელებით ცდილობს.
ზოგირგთი იძიებს და ვერ გაუგია, თუ უფალმა რად არ მოგვცა სიკდილის ჟამის წინასწარ შეტყობის უნარი, თუკი მისი ხსენება ასე სასარგებლოა ჩვენთვის. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი ამასაც სასწაულებრივად - ჩვენი ცხონებისათვის იქმს, რადგა... იხილეთ სრულად