მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ტანჯვა, მისი სიმძიმის მიუხედავად, არაფერია იმ საუკუნო ნეტარებასთან შედარებით, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს გამზადებული.
ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა ტკივილს, ზოგჯერ უიმედობამდეც კი, ჩვენც რომ გვქონდეს წილი საუკუნო განსვენებაში.
მწუხარებაში ღმერთი განისვენებს, შვებაში კი – ეშმაკი – ყველა ბოროტების მიზეზი. რაც არ უნდა დიდ ბრძოლაში ვიყოთ, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის საზღაურს მიიღებს.
შვილო, როგორი ეკლიანიც უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, ქრისტე მოგვიწოდებს და გველოდება, გავიაროთ ის, რადგან ეს გზა პირველმა თვითონ განვლო.
მწუხარებით, სნეულებით, ტანჯვით განუწყვეტლივ ვიღლებით, ეს ქვეყანა რომ შევიძულოთ და ის სოფელი ვისურვოთ, სადაც ღმერთს ქერუბიმნი და სერაფიმნი ადიდებენ, სადაც ნამდვილი განსვენება, ნეტარი ნათელი და დაუღამებელი დღეა.