ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.
ეცადე, რომ სახარება შენს გულსა და გონებას შეეთვისოს, რომ შენი გონება, ასე ვთქვათ, ცხოვრობდეს მასში - მაშინ მთელი შენი საქმიანობაც სახარების შესაბამისი გახდება. ამის მიღწევა კი სახარების განუწყვეტელი კითხვითა და შესწავლით შეიძლება.
დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა...
იხილეთ სრულად
დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა. სიბინძურეში, რომელშიც ღორებიც კი არ მოინდომებენ კოტრიალს. ზიანი, რომელსაც ისინი თავის თავს აყენებენ იმაში მდგომარეობს, რომ გულგრილნი ხდებიან თავიანთი ცხონებისადმი და ღვთის მცნებების მოძულებას იწყებენ, როგორც სოლომონმა ...
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღ...
იხილეთ სრულად
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა".
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი...
იხილეთ სრულად
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმი...
ღირსი მაკარი აღმსარებელი წერს: "სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ საგნები და მოვლენები დავინახოთ ისე, როგორც ისინი სინამდვილეში არიან, მთელი მათი შინაგანი თავისუფლებით". მართლად ხედვის უნარი კი სუფთა გულიდან მოდის. ღმერთმა მოგვც...
იხილეთ სრულად
ღირსი მაკარი აღმსარებელი წერს: "სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ საგნები და მოვლენები დავინახოთ ისე, როგორც ისინი სინამდვილეში არიან, მთელი მათი შინაგანი თავისუფლებით". მართლად ხედვის უნარი კი სუფთა გულიდან მოდის.ღმერთმა მოგვცეს ძალა სწორი ხედვისა, ღმერთმა მოგვცეს უნარი ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და მაშინ ჩვენ ნამდვილ თავისუფლებას მოვიპოვებთ.
უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი – ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა. მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს...
იხილეთ სრულად
უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი – ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა. მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს იგი ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ჭეშმარიტი რწმენისა, შეურყეველი სასოებისა და უნაპირო სიყვარულისა, სიკეთისა და თანალმობისა?
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შ...
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხ...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას. ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).