ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე სულიწმიდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ.
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნულ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არამედ ფულის იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანაირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზ...
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენ...
იხილეთ სრულად
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი და თანშეზრდილი გონიერება და სარწმუნოება. წმინდა წერილის თანახმად, ეს არის წურბელას სამი ასული, დედის – უგუნურების მიერ შეყვარებული (იგავნი 30.15).
მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერ...
იხილეთ სრულად
მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერცხლისმოყვარეობის უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი. ეს დაავადება კი მათ სიკვდილამდე გაჰყვებათ!
ყველა სხვა, ღმრთივბოძებული სიკეთეებისადმი ისინი გულგრილნი რჩებიან. ისე დაიხოცებიან, ვერც კი მოასწრებენ საკუთარი სიმდიდრით გა...
საყვარელნო ძმანო! ფული არს ვითარცა ანდამატი მიმკვრელი სიხარბისა და მიმზიდველი მისდამი თაყვანისცემისა, ვითარცა კერპი სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა; და ესე ვერცხლისმოყვარეობა არს ძირი ყოველთა ბოროტთა. და აწ ესე ვინაითგან ესრეთ არს, გ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო! ფული არს ვითარცა ანდამატი მიმკვრელი სიხარბისა და მიმზიდველი მისდამი თაყვანისცემისა, ვითარცა კერპი სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა; და ესე ვერცხლისმოყვარეობა არს ძირი ყოველთა ბოროტთა. და აწ ესე ვინაითგან ესრეთ არს, განვეშორნეთ საყვარელნო და ნუ გავსცემთ სულსა ჩვენსა საუკუნო სიგლახაკედ; შევიყვაროთ უპოვარება, და სიგლახაკე და მივიღოთ დიდება დაუსრულებელი, და ვიდრეცა ვართ, მოგვენიჭოს განსვენება უზრუნველობისა მიერ და სუფევა გონებისა შვილებ...