ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
შეუძლებელია ვინმეს შეცდომების მთელი გულით პატიება ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რამეთუ ის უჩვენებს თითოეულს, რომ ეს შეცდომა მისივე საკუთარია.
ყოველდღიურ ყოფაში გვიხდება განუწყვეტელი შეჯახებები, განუწყვეტელი საწყენი შემთხვევები და მოჩვენებითი თუ აშკარა შეურაცხყოფები, რაც გვირღვევს გულის სიმშვიდეს. და აი ის, რაც თითქმის გარდაუვალია, რაც თავისთავად გვატყდება თავს, უფალს სუ... იხილეთ სრულად
პეტრე მოციქულის შეკითხვაზე: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტეო მას? ვიდრე შვიდ გზისამდეა? ჰრქუა მას იესო: არა გეტყვი შენ ვიდრე შვიდ გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შვიდ გზის (მთ. 18, 21-22). მოვუსმინოთ უფალს და... იხილეთ სრულად
ნიშანი არაპირფერული სიყვარულისა _ წყენის მიტევებაა, რამეთუ სწორედ ამგვარად შეიყვარა უფალმა ეს სოფელი.
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.
მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა.