სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
უფლის სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელს რომ მივაღწიოთ, ჯერ შიში გვმართებს ღვთისა, რომელიც სჯის ცოდვისა და სჯულის გარდასვლისთვის.
საუფლო ტრაპეზის სასმელი ღვთაებრივი სიყვარულია. როცა ის შესვეს უზნეო ადამიანებმა, ცოდვის იარები დაუამდათ: მემთვრალეები მმარხველებად იქცნენ, მდიდრებმა ქრისტესმიერი სიგლახაკე მოისურვეს, ღარიბები ღვთის სასოებით გამდიდრდნენ, უძლურები –... იხილეთ სრულად
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მად... იხილეთ სრულად
ცათა სასუფეველში ღმერთს ის იხილავს, ვინც იგი დედამიწაზე დაინახა და შეიყვარა ადამიანში
ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს პატივს არ სცემ ღმერთსაც
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.