თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფლება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე,... იხილეთ სრულად
„ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს“ (I კორ. 15.3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ ამბობს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ... იხილეთ სრულად
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფ... იხილეთ სრულად
უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა.
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა ა... იხილეთ სრულად
კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს.