ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები
ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები ოჯახი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ოჯახის განადგურების ყველაზე საზარელი ფორმა - მშობელთა მიერ საკუთარი შვილების გაჟლეტვაა. ეს კი ღვთის ნების უარყოფა, ოჯახის იდეისა და არსის დამახინჯებაა დ ამრიგად, ოჯახი, სახლის ეკლესიის ნაცვლად ავაზაკთა თავშესაფრად გადაიქცევა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3); ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზ... იხილეთ სრულად
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს. კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, ... იხილეთ სრულად
ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდე... იხილეთ სრულად
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მ... იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნა... იხილეთ სრულად
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამ... იხილეთ სრულად