ღმერთმა უთხრა ესაიას: "და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?" (ეს. 66,2). ევედრე ღმერთს, რომ გაგიგრძელოს ცხოვრების დღენი. გულის განწმენდას უშრომლად ვერ შეძლებ, დუმილით ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა უთხრა ესაიას: "და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?" (ეს. 66,2). ევედრე ღმერთს, რომ გაგიგრძელოს ცხოვრების დღენი. გულის განწმენდას უშრომლად ვერ შეძლებ, დუმილით კი დიდი ცოდვები ითრგუნება
link
სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია როგორმე გაექცე კაცთა განკითხვას: არაგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ, ხოლო ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საღმრთო გამოცხადებები ევლინება. იმისათვის, რომ არგანიკითხო, თვალყ...
იხილეთ სრულად
სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია როგორმე გაექცე კაცთა განკითხვას: არაგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ, ხოლო ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საღმრთო გამოცხადებები ევლინება. იმისათვის, რომ არგანიკითხო, თვალყური უნდა ადენო საკუთარ თავს, არავისგან მიიღო გარეშე აზრები და ყველაფრის მიმართ გაუცხოვდე. უფრო ხშირად უნდა განმარტოვდე საკუთარ თავთან და იკითხო: სადა ვარ?
link
ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თ...
იხილეთ სრულად
ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თავს აიძულებს, ასეთ სურვილს მოსამზადებელი შრომით შეეგებოს. ასევე ჩნდება თანაგრძნობის სურვილი, რომელიც მადლის აღმგზნები ზემოქმედებით ჩაისახება. და ბოლოს, აღიძვრის მოქმედების სურვილი: ახლავე დაიწყოს დაცემული ყოფიდან წამოდგო...
link
ხომ არ მოგეახლათ შინაგანი საცდური ან გარეგანი რაიმე წუხილი ან სიმძიმე? შეიგრძნობ რა მადლის ზემოქმედებას, - ამბობს წმ. ისააკი - ყურადღებით მიმოიხედე რაიმე მოულოდნელმა შემთხვევამ არ დაგამწუხროს. თუმცა უსიამოვნებაზე უფრო მეტად თავმომ...
იხილეთ სრულად
ხომ არ მოგეახლათ შინაგანი საცდური ან გარეგანი რაიმე წუხილი ან სიმძიმე? შეიგრძნობ რა მადლის ზემოქმედებას, - ამბობს წმ. ისააკი - ყურადღებით მიმოიხედე რაიმე მოულოდნელმა შემთხვევამ არ დაგამწუხროს. თუმცა უსიამოვნებაზე უფრო მეტად თავმომწონეობის გამოხტომებს უფრთხოდე. ამ დროს წარსული ცხოვრებიდან გაიხსენე ყველა ის, რითაც თქვენი სინდისი ნებას არ მოგცემთ, თავი შეიქოთ. ასე ჩაქოლეთ ამბოხებული ზრახვები, როგორც ზოგჯერ ცეცხლის ალს ახშობენ ხოლმე მიწით, ალიდან ხან...
link
როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრუნვ...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრუნვაი თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღვწის თქუენთვის" (პეტრ.5,7)
link
დუმილი დიდი ძალა და საიმედო საყრდენია უხილავ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად, დიდი სიკეთეა მათთვის, ვინც საკუთარ თავს არ არის მინდობილი, არამედ მხოლოდ უფალს ესავს. იგია მცველი წმინდა ლოცვისა და საკვირველი შემწე სათნოებათა მოპოვე...
იხილეთ სრულად
დუმილი დიდი ძალა და საიმედო საყრდენია უხილავ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად, დიდი სიკეთეა მათთვის, ვინც საკუთარ თავს არ არის მინდობილი, არამედ მხოლოდ უფალს ესავს. იგია მცველი წმინდა ლოცვისა და საკვირველი შემწე სათნოებათა მოპოვებისას, ამასთან სულიერი სიბრძნის ნიშანიც არის. წმ. ისააკი ამბობს, რომ "ენის კრძალვა არა მარტო გონებას აიძულებს ამაღლდეს ღმერთთან, არამედ ხილული საქმის აღსასრულებლადაც დიდ ძალას იძლევა უხილავად. ვინც გონივრულად იცავს მდუმა...
link
როდესაც გმართებს საუბარი, წინასწარ კარგად განსაჯე გამოსათქმელი რა გაქვს გულში იქამდე, ვიდრე ენაზე გადაინაცვლებდეს. ნახავ, რომ იქ ბევრი რამ გაქვს ისეთი, რაც უკეთესია შენს ბაგეებს არ გადმოსცდეს. მაგრამ ამავე დროს იცოდე, რომ მათ შორი...
იხილეთ სრულად
როდესაც გმართებს საუბარი, წინასწარ კარგად განსაჯე გამოსათქმელი რა გაქვს გულში იქამდე, ვიდრე ენაზე გადაინაცვლებდეს. ნახავ, რომ იქ ბევრი რამ გაქვს ისეთი, რაც უკეთესია შენს ბაგეებს არ გადმოსცდეს. მაგრამ ამავე დროს იცოდე, რომ მათ შორის, რომელთაც გამოთქმის ღირსად თვლი, ზოგიერთი მათგანისთვის უმჯობესი იქნებოდა სამუდამოდ დამარხულიყო დუმილით. ამას საუბრის დამთავრებისთანავე იგრძნობ.
link
კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი...
იხილეთ სრულად
კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობისმოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი,...
link
მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას