პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
თუ ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას.
თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რაიმე გაგაჩნია; რამეთუ როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს.
რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.
საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს.
დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებლად ცხოვრება, როგორც იქცევიან მრავალნი, როგორც ზნეობრივ, ისე - საზოგადოებრივ და შინაურ ყოფაში. მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქ... იხილეთ სრულად
ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე.
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
პატივმოყვარეობა მაშინაც კი დამღუპველია, როდესაც იგი ჯერ კიდევ ადამიანის სულშია დაფარული - როგორც ლპობა და მატლი ნაყოფის შიგნით. იგი კიდევ უფრო მეტად დამღუპველია, როდესაც გამომჟღავნდება იმ ადამიანის თავის ქებით, რომელიც ცნობილია თა... იხილეთ სრულად