წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

„ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა?“ ამ სიტყვებში შესანიშნავი ჰაზრი არის, რომელზედაც ღირს მივაქციოთ საკუთარი ყურადღება. „რა არის, რომ ვსცოდო? უცოდველი ვინ არის? გარნა ღმერთმან არ იცის ჩვენი სისუსტე? ღმერთი მოწყალეა და მოგვიტევებს“ – ამ სახით მრავალნი პირნი თავის თავს შეუნდობენ და გაუადვილებენ ცოდვას. ეს დიდი შეცთომა არის, ძმანო! ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა? ამ

დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებასა და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთა ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი (ამინდი) არისო, ავათ ვარო, არა მცალიან ახლაო, მომავალ კვირას დავიწყებო. რა იცი, მაშინ კარგი ტაროსი იქმნება, თუ არა, კარგათ იმქნები თუ არა? ისარგებლე, ვიდრემდის დრო გაქვს, ნუ ხარ უდები, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა. დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც

„ნუ იტყვი, ვცოდე, რა იქმნას ჩემდა, რამეთუ უფალი სულგრძელ არს; განწმენდისათვის ნუ იქმნები უშიშ შეძინებად ცოდვასა ზედა“ – ამ სიტყვებში ბრძენი, გამოცდილი ისუ გაგვაფრთხილებს ჩვენ, რათა არ ვიყვნეთ უდები და მცონარე ცოდვათა მონანებასა შინა; ნუ იტყვითო, რა დამემართება, რომ ვსცოდო; უფალი სულგრძელ არს. ნუ იმქნები უშიშარი ცოდვის განწმენდისათვის, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა. ნუ იტყვი, ვცოდე, რა იქმნას ჩემდა, რამეთუ

„ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3), ესე იგი ნუ დაუჯერებ კაცსა ცოდვის მოქმედებად. ეს დარიგება ვისაც ახსოვს, ის მრავალთა ცოდვათგან იხსნის თავის სულს, მისთვის, რომელ ყოველი კაცი მრავალ ცოდვაში ჩავარდება სხვის მიხედვით და სხვის აყოლით; მაგალითი წარიტაცებს კაცს. ბოროტი კაცი ხშირად აცთუნებს და აიყოლიებს კაცსა სუსტსა. ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად (ის. ზირ.

„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, რომელ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთთა ქრისტიანთა სცხვენიათ ანუ ეშინიათ აღსარება ცოდვათა. სნეულმა კაცმა ექიმს რომ არ უთხრას რა სტკივა, – აბა მოსძულებია მას სიცოცხლე და სიკვდილი სდომებია. თუ ეს კაცი ემზადება, ლოცულობს, ღმერთს შენდობას ჰსთხოვს, როგორღა უნდა დაუმალოს მან მოძღვარს ცოდვა თვისი. რაღა დროს სირცხვილია მაშინ. სირცხვილი და შიში მაშინ უნდა ჰქონოდა, როდესაც ცოდვას იქმოდა და არა მაშინ, როდესაც აღსარებად მიდის. ნუ გრცხვენინ და გეშინინ აღსარებად ცოდვასა

სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ–ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს, ბოლოს უარესი შეიქმნება და წარწყმდება. სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს

მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს“; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თანდათან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრისტესი. მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: ვინც ჩემთან არ

მაცხოვარი გვეტყვის: "სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან". ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცებს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელს ვერ მოიგებს კაცი უშრომელად, სულიერს მით უმეტესად. მაცხოვარი გვეტყვის: სასუფეველი ღვთისა

მაშა, რისთვის სცხოვრობს კაცი ქვეყანაზედ, თუ არ ეცადა და უმჯობესი არ შეიქმნა სულიერად და ხორციელადაც? მაშა, რისთვის სცხოვრობს კაცი ქვეყანაზედ, თუ

მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთუ გადაეჩვია ერთს რომელსამე ცოდვას. მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1