როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ დაიჯერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა (შეს. 18, 20-21); ასევე ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის ლანძღვა.
განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ დაიჯერო. როდესაც ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ ცუდის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა, ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. - "არა, ის კეთილი ა...
იხილეთ სრულად
განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ დაიჯერო. როდესაც ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ ცუდის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა, ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. - "არა, ის კეთილი არ არის, - უპასუხა ბერმა, - ასეთი რომ იყოს, სხვაზე ცუდს არ იტყოდა".
მოყვასის დამამცირებელი და განმკითხველი სიტყვის მოსმენისას გაფრთხილდი, რათა სმენით სხვისი ენის ცოდვის თანამოაზრე არ გახდე. ნუ დაუდებ გულს სიტყვებს, რომლებიც განმკითხველს უფრო ავნებს, ვიდრე მას, ვინც განიკითხეს.
სინდისის წესად დაიდგინე, რომ არასოდეს არავისზე ცუდი არ თქვა. თუ არ შეგიძლია, სხვას წინ აღუდგე ავსიტყვაობაში, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, შენი მდუმარებით მაინც უჩვენე, რომ არავითარ მონაწილეობას არ იღებ მის ავსიტყვაობაში.