ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ, მოყვასის სარგებლისათვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულო...
იხილეთ სრულად
ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ, მოყვასის სარგებლისათვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულობს მას.
ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.