წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა.
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც, ერთი სიტყვით, იგი არის ჭურჭელი კეთილისა ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერზე, არა რას ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ სოფლიურთა ნუგეშთა და კმაყოფილებათა, როდესაც ბედნიერება მისი მდგომარეობს გარეგანთა შინა სამკაულთა, მაშინ ჰკარაგავს იგი თვისსა დიდსა მნიშვნელობასა.
რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველნი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და გამშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამდიდრებისა, გონების განმშვენებისა, სულის შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათა მიერ, იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომელ შეიმკონ ტანი მდიდრითა შესამოსლითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი.
გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმიდითა; გარნა იგიცა თვისის სათნეობითა შეიქმნა ღირსი ესრეთის აღმორჩევისა; ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიზიდო მადლი ღვთისა განმწმენდელი? უკეთუ ისურვებ და ღირსი შეიქმნები, არცა შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა; ბოლოს არც მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე სწორი ღვთისმშობელისა, გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უთუოდ უნდა იყო შენცა.
ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღთისმშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთისმშობლისა არ აჩენდა არცა ერთსა მისსა დაფარულსა დიდებულებასა; ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან, ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა და ვერცა სხვითა გარეგანითა გარემოებითა; ოდეს გულსა შინა მისსა ნათლობდა ნათელი ღვთაებისა, ოდეს ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციერითა ჰაზრითა და გული აღვსებული გამოუთქმელითა სათნოებითა, გარეგანი მისი იყო უბრალო და მსგავსი ყოველთა სხვათა ქალთა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის. სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოველად განხორციელებისა ღვთის სიტყვისა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
პირველი სახე და მაგალითი, რომელსა წინა დაგვიგებს ბაძვად ჩვენ ქრისტიანეთა სახარება, არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეორე, უმეტესად დედობრივისა სქესისათვის, დედოფალი ჩვენი, ღვთისმშობელი მარიამი.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, მაშინ უზენაესისა და თაყვანის–საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირსად, რათა მიეღო სიტყვა ღვთისა და ემსახურა საიდუმლოსა განხორციელებისასა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
„აჰა ესერა ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან“ (ლუკ. 1. 48) – ესრედ იწინასწარმეტყველა ყოვლად წმიდამან ქალწულმა მარიამ, ოდეს მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან. აწ, ჩვენ ვიცით ვითარ აღსრულდა ის წინასწარმეტყველება. ყოველნი ნათესავნი, რომელნი აწ აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, ნატვრენ სახელსა მისსა ყოველსა ზედა პირსა ქვეყანისასა. უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა ვგალობთ სახელსა მისსა ჩვენ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ყოველთა გონებითა ქმნილებათა ღვთისათა, ანგელოზთა და მთავარანგელოსთა უზენაეს შეიქმნა სახელი მისი დიდებული.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გარდავეჩვევით, ამით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის თუ ავი ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლადშემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არიანცა სხვანი ჩვეულებანი ახალნი, რომელნი სახელდობრ, არიან მისაღებელნი ჩვეულებანი და რომელნი არა მისაღებელნი.