ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვამსხვერპლით შესწირე ღმერთს. სანამ ქრისტესთან მიხვალ, ეშმაკთან მოგიწევს ჭიდილი. ამიტომ ილოცა მუდამ. ილოცე. რაც შესძლო - ლოცვა მთებს სძრავს ადგილიდან.
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის ...
იხილეთ სრულად
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს ლოცვით მოუწყენელ ღმერთს.
შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა, რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოც...
იხილეთ სრულად
შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა, რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოცვისას, მწარედ იკოდებიან. ამრიგად, ნუ ელი, რომ ბრძოლის ჟამს, როცა შენ მტერს ისრებსა და ტყვიებს ესვრი, ის მარმელადით და შოკოლადით გაგიმასპინძლდება
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გა...
იხილეთ სრულად
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.