უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ადამიანებს სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს, რათა არ დაუძლურდნენ და არც - ბედნიერებაში, რათა უზრუნველნი არ გახდნენ, არამედ სხვადასხვა საშუალებებით აწყობს მათ ცხონებას.
უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად)
კეთილდღეობაც შეიძლება, უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება - კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი
ყოვლადბრძენი უფალი თავისი სიბრძნით უბედურებას ჩვენივე ბედნიერებისთვის გვიგზავნის
ადამიანი სანამ ხორცში მყოფობს, ცხოვრება მისი ყოველმხრივ უბედურების ღაღადისია. ვინც უნდა იყოს იგი ხელმწიფებასა შინა მყოფიც, იგივე უბედურების მსხვერპლია.
ცოდვითა შენითა შენს საკუთარ თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა.