ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა. ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა.ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში, მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებ...
სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ...
იხილეთ სრულად
სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც.
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალურ...
იხილეთ სრულად
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც.
ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა.