ის, ვისაც სწორი სარწმუნოებით და გულით სწამს ღმერთი და ქრისტე, ძე ღმრთისა; მიღებული აქვს ნათლობის წმიდა საიდუმლო, თავისი სარწმუნოებისა და ახალი, სულიერი შობის ნაყოფს გამოაჩენს, თავისი ცხოვრებით ქრისტეს ემსახურება, აქვს ჭეშმარიტი შიში ღმრთისა; ისწრაფვის რომ ყოველგვარ ცოდვას ებრძოლოს და კეთილი საქმეები აკეთოს.
1) უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარ მოხვეჭილ სიმდიდრეს ამსოფლად დავტოვებთ და შიშველნი განვალთ ამაქვეყნიდან;2) უნდა გვწამდეს ღმერთის, რომელიც არავის ტოვებს თავისი მზრუნველობის გარეშე;3) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მექრთამეთათვის ღვთის სამსჯავრო საშინელია და გარდაუვალი.
ცოდვისმოყვარე კაცისათვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული, რომელშიც ცოდვა მკვიდრობს, საძაგელი ბომონის მსგავსია, სადაც ამ კერპებს ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნაცვლად საკუთარ მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად, რამდენადაც ემსახურება ცოდვილი ცოდვას, რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენად უარყოფს გულით ქრისტეს და რამდენჯერაც ცოდვას საქმით აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს მას.
კეთილდღეობისას ფარისეველები და ბოროტი ადამიანებიც ხარობენ, უყვართ ღმერთი, მადლობენ ღმერთს, მაგრამ როცა კეთილდღეობა წაერთმევათ, მაშინ დრტვინავენ, შფოთავენ, მწუხარებენ, ხშირად გმობენ კიდეც და ამით აჩვენებენ, რომ მათ ღმერთი ბაგეებით უყვართ და არა გულით.
უფალი ხედავს ჩვენს უძლურებას, ამიტომ ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არასოდეს გამოგვიგზავნის. ბროლისა და მინის ჭურჭელს ოსტატი ნელა შემოჰკრავს, რომ არ გატყდეს, ვერცხლისა და სპილენძისას – ძლიერად. ასევე, ღმერთიც უძლურებისთვის მსუბუქ, ძლიერებისათვის კი მძიმე განსაცდელებს უშვებს.
თქმულია „ცათა შინა“ იმის აღსანიშნავად კი არა, თითქოს ღმერთი ცათა შინა ბინადრობს, არამედ მლოცველის დედამიწიდან ასამაღლებლად, მისი ზეციურ ბინადრებთან აღსაყვანად; როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს. იმისთვისაც არის თქმული, რომ ზეცა ყველა რჩეულის მამულია, სადაც ღმერთი მთელი თავისი ძალით მჟღავნდება და თვისთა წმინდანთა გულებს განამხიარულებს. სხვაგვარად კი, ღმერთი არსებითად ყველგანაა, ცათა შინა და ქვეყანასა ზედაც, როგორც ფსალმუნი გვაუწყებს.
კითხვა ღვთის სიტყვისა, როგორც კეთილმსახურების ჭეშმარიტი და სრულყოფილი კანონისა, აუცილებელია ყოველი ქრისტიანისთვის; მაგრამ მწყემსებს–მღვდლებსა და ეპისკოპოსებს – განსაკუთრებით ესაჭიროებათ იგი, რადგანაც მათ უპყრიათ „კლიტენი მეცნიერებისანი“ (ლუკ. 11, 52), ანუ ღვთის სიტყვა, რომლის მეშვეობითაც თავიანთი სამწყსო მარადიულ ნეტარებას უნდა აზიარონ. წმ. პავლე მოციქული წერს: „ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რა ჰყოფდე, თავიც...
მართალი და ღვთისმოყვარე გული, რომელიც ღმერთს ყველაფერში ემორჩილება და მიჰყვება, კეთილდღეობაშიც მადლობს და უგალობს უფალს, როგორც კეთილისმყოფელს; უბედურების ჟამსაც ცნობს და აქებს ღმერთს, როგორც კეთილისმყოფელს. დავითთან ერთად აღიარებს: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე" (ფსალმ 118. 71) და ყოველ ჟამს მხიარულებასა და მწუხარებაში. იმავე ფსალმუნთმგალობელთან ერთად აკურთხევს ღმერთს: "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქება მისი პირსა ჩემსა" (ფსალმ...