წმ. ტიხონ ზადონელი
Loading..
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: სიბერე,  სიყმაწვილე,  ჩვეულებები

რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო დიდია მისი ამოძირკვა მიწიდან; ასევე, რაც უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო ძნელად თავისუფლდება ადამიანი მისგან.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: მოთმინება,  ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  ღვთის მსჯავრი სასჯელი,  ღმერთი

უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: განკითხვა,  მდუმარება,  სულიერი დაცემა

როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ეშმაკი,  მარადისობა

გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ზრახვები,  ცოდვა

თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვებსაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან - ხე, ანდა თესლიდან - ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ღვთის გულმოწყალება,  ღვთის მსჯავრი სასჯელი,  ცოდვა

ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შევურაცხყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის,  წუთისოფელი

იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა, უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისთვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო ჩადის.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ვნებები

ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგევართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს მას - ვინც ეწინააღმდეგება.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: მოთმინება,  ღვთის მსჯავრი სასჯელი,  ღვთის სამართალი,  ცოდვა

ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
link
წმ. ტიხონ ზადონელი

თემა: ღმერთი

როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში.
link