სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე და ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვანი.
იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.
აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს, ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.
ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ად... იხილეთ სრულად
მთავარია, ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო, რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შ... იხილეთ სრულად